მომხმარებელთა გამოცდილების მართვა
CX Hub
კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებელთა და თანამშრომელთა გამოცდილების) მართვის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში.
CX Hub-ის სერვისები:
- CX დიაგნოსტიკა, სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია – აღნიშნული მოიცავს კომპანიის სტრუქტურის, CX-ის მართვასთან დაკავშირებული სისტემებისა და მიდგომების სიღრმისეულ შესწავლას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაზომვას. ამაზე დაფუძნებით კი სტრატეგიისა და დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საჭიროების შემთხვევაში სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პროექტების იმპლემენტაციას, მათ შორის საკონსულტაციო და CX აუთსორსინგის ფორმატით თანამშრომლობას.
- CX კვლევები – მოიცავს კომპანიის როგორც გარე მომხმარებლების, ასევე თანამშრომლების კმაყოფილებისა და ჩართულობის კვლევების მრავალფეროვან ფორმატებს, საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებული ინდექსების გაზომვით. ამასთან, ხარისხობრივი ტიპის კვლევებს, როგორც კონკურენტებთან მიმართებაში, ასევე უშაულოდ კომპანიის მომხმარებლების მოგზაურობის (Customer Journey Map) მეფინგის, ანალიზისა და რედიზაინის ფორმატებს.
- CX-ის მართვის პლატფორმა – წარმოადგენს მომხმარებლის გამოცდილების მართვის ერთიან სივრცეს, სადაც თავს იყრის სხვადასხვა არხებიდან მიღებული მომხმარებლის უკუკავშირები და ითარგმნება კონკრეტულ ამოცანებსა თუ პროექტებში, შესაბამისი ინდექსებითა და დეშბორდებით, რაც უფრო მეტად თვალსაჩინოს და გამჭვირვალეს ხდის კომპანიის მენეჯმენტისთვის ერთის მხრივ, თუ სად დგას CX-ის ნაწილში და როგორ გამოცდილებას უქმნის მომხმარებლებს, მეორეს მხრივ კი თუ როგორ მართავს მისი ორგანიზაცია CX-ს.
- CX ტრენინგ პროგრამები – მოიცავს როგორც კომპანიის ტოპ და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის შემუშავებულ მოდულებს – “მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგიაში”, ასევე განსხვავებული ტიპის მომსახურების ტრენინგებს უშუალოდ მომხმარებელთან შემხებლობაში მყოფი, თუ ფრონტლაინის მხარდამჭერი რგოლებისთვის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობით.
გარდა იმისა, რომ კრისტალი საბანკო-საფინანსო საკითხებთან დაკავშირებულ თუ ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ახორციელებს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური წარმატებისთვის, კრისტალისა და CX Hub-ის თანამშრომლობის ფარგლებში ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომხმარებელთა გამოცდილების მართვასთან დაკავშირებული სერვისი, ამასთან ინდივიდუალური კონსულტაცია და რეკომენდაციები.
