Search
ყველა შედეგი

სამედიცინო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია

Tgrow

Tgrow არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ჯანდაცვის სექტორის განვითარებაზე. კომპანიის მისიაა, დაეხმაროს ექიმებს, მენეჯერებსა და სამედიცინო დაწესებულებების დამფუძნებლებს მდგრადი ზრდის მიღწევაში, კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ბაზარზე ლიდერებად ჩამოყალიბებაში.

Tgrow -ს სერვისები:

  • სტრატეგიული დაგეგმვა და იმპლემენტაცია – მოიცავს სამედიცინო ბიზნესის სიღრმისეულ დიაგნოსტიკას, მისი სტრუქტურისა და არსებული მართვის სისტემების შესწავლას. ამაზე დაყრდნობით, კომპანია ამუშავებს დეტალურ სამოქმედო გეგმას, რომელიც ბიზნესის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში ეხმარება ამ გეგმით განსაზღვრული პროექტების იმპლემენტაციაში, მათ შორის საკონსულტაციო ფორმატით თანამშრომლობით.
  • პაციენტის გამოცდილების მართვა – კომპანია ამუშავებს პაციენტის მთელ მოგზაურობას – პირველი კონტაქტიდან სერვისის დასრულებამდე. ადგენს სუსტ წერტილებს, სთავაზობს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ და პოზიტიურ გამოცდილებას.
  • ფინანსური მენეჯმენტი და ოპერაციული ეფექტურობა – მოიცავს ფინანსური მართვის სრულ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ბიუჯეტის ოპტიმიზაციას, ხარჯების შემცირებასა და შემოსავლების ზრდის სტრატეგიებს. პარტნიორ აუთსორს კომპანიებთან ერთად, ზრუნველვყოფს ბუღალტრული და იურიდიული პროცესების სისტემატიზაციასა და გამჭვირვალობას.
  • მარკეტინგი და ბრენდინგი – კომპანია ქმნის მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომლებიც მორგებულია ჯანდაცვის სექტორის სპეციფიკაზე. ეს მოიცავს პაციენტების მოზიდვასა და შენარჩუნებას, ბრენდის ცნობადობის ამაღლებას და უნიკალური ღირებულებების წარმოჩენას.
  • ტრენინგ პროგრამები – მოიცავს სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს ექიმებისა და ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც ხელს უწყობს მათი ცოდნის გაღრმავებასა და უნარების განვითარებას ბიზნესის მართვის, პაციენტებთან კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებში.

გარდა იმისა, რომ “კრისტალი” ახორციელებს მიკრობანკების დაშვებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია აღნიშნულ საკითხებში მომხმარებელთა გათვიცნობიერება და ცოდნის გაღრმავება, რაც დაეხმარება მათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სამედიცინო ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ, როგორც Tgrow-ს მიერ შემოთავაზებული სერვისები, ამასთან ინდივიდუალური კონსულტაცია და რეკომენდაციები.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
18 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი