Search
ყველა შედეგი

პროექტები და ინიციატივები

team member image

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAD) თანამშრომლობით, მიმდინარეობს პროექტი YES Georgia, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა წარმოადგენს.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა 2016 წელს გაიხსნა. იგი ახალგაზრდებში ეკონომიკური თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებას, საკუთარი საქმიანობის დაწყების მოტივირებას, საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათ სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდები სწავლობენ, როგორ აქციონ ბიზნესიდეა ბიზნესმოდელად, დაწერონ ბინზესპროექტი და დაგეგმონ ფინანსები. ტრენინგკურსი ორთვიანია. პირველ დონეზე მონაწილეები მეწარმეობაში ზოგად კურსს გადიან, მეორე დონეზე ბიზნესიდეების ბიზნესპროექტებად გარდაქმნას ეუფლებიან, კურსის დასრულებისას კი მომზადებულ ბიზნესგეგმებს შეფასების კომისიასთან წარადგენენ. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა, ხოლო შერჩეული საუკეთესო ბიზნესპროექტების ავტორები კრისტალისგან თანადაფინანსებას იღებენ.

2016-2021 წლებში მეწარმეთა სკოლაში მონაწილეობის სურვილი 4 000-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა, 1 041-მა კი მეწარმეობის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარა. 468 კურსდამთავრებულმა კრისტალის საინვესტიციო კომისიას საკუთარი ბიზნესპროექტი წარუდგინა, მათგან 89 აპლიკანტი – 48 გოგო და 41 ბიჭი – კი დაფინანსდა და დღეს საკუთარ სტარტაპებს უძღვება. ამჟამად ყველა მათგანი წარმატებით ფუნქციონირებს და ასობით ადამიანს ასაქმებს, შემოსავლების წყაროს აგენერირებს და დამატებით ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

team member image

Buzz Georgia

USAD-თან თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის, YES Georgia-ს ერთ-ერთი კომპონენტს Buzz Georgia წარმოადგენს. იგი ქალთა ეკონომიკურ მხარდაჭერასა და მათი მეწარმეობის განვითარებას ემსახურება.

ინიციატივა 2019 წელს დაიწყო და გამოცდილი თუ დამწყები მეწარმე ქალებისთვის ყოველკვირეული, 2-დღიანი ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს, რაც რეგიონებში მცხოვრებ ქალებს პიროვნული განვითარებისა და სამეწარმეო-ფინანსური განათლების მიღების საშუალებას აძლევს. Buzz Georgia-ს უნიკალური კომბინაციის სატრენინგო მოდული აქვს, რომელიც არა მარტო ფინანსური და სამეწარმეო ცოდნის გაზიარებას, არამედ პიროვნულ განვითარებასაც გულისხმობს, რაც მეწარმე ქალებს თავდაჯერებულობასა და მოტივაციას უზრდის.

2020 წლის ივნისიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, Buzz Georgia-ს  ტრენინგები უკვე 732 ქალს აქვს გავლილი. სასწავლო მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, კრისტალის კიდევ ერთი ინიციატივით – კრისტალ კონსალტინგით ისარგებლონ, რომელიც მათ ფინანსურ და ბიზნესკონსულტაციებს სთავაზობს. სულ პროექტის ფარგლებში, რომელიც 2020-2024 წლებს მოიცავს, 2500-ზე მეტი ქალი გადამზადდება.

team member image

ქალთა თემების დახმარება

კრისტალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანი სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობაა, რასაც, საბოლოოდ, რეგიონების მოსახლეობის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის და უფრო დიდ სოციალურ გავლენას მოახდენს.

ამ მიზნის განსახორციელებლად, კრისტალმა თანამშრომლობა ფონდ „ტასოსთან“ დაიწყო და მას სხვადასხვა თემში სოციალური პროექტების განხორციელებისთვის ფინანსური შემოწირულობა გადასცა. ფონდმა კი ამ თანხის საფუძველზე კონკურსი ჩაატარა. შედეგად, გამოვლინდა და განხორციელდა 3 გამარჯვებული პროექტი. მათ შორის იყო: ცაგერის მუნიციპალიტეტში 25 ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში სამედიცინო ამბულატორიის შექმნა და რაჭაში, სოფელ პიპილეთში საჯარო ბიბლიოთეკის გახსნა.

team member image

მწვანე დაფინანსება

„მწვანე დაფინანსების“ ინიციატივა კრისტალმა 2017 წელს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიზნობრივი ინვესტიციების ფარგლებში წამოიწყო. ინიციატივის ძირითადი მიზანი ნახშირბადის მცირე რაოდენობით გამოყოფის თვალსაზრისით არსებული ალტერნატიული საშუალებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაა.

კრისტალი მომხმარებლებს „მწვანე“ ალტერნატივებსა და ეკომეგობრული, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო პროდუქტების დაფინანსების ხელშეწყობას სთავაზობს. მისი ნაწილია ვირტუალური რეალობის ინოვაციური სათვალეც, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები საინტერესო და სახალისო გზით იღებენ ინფორმაციას „მწვანე სახლში“ შემავალი პროდუქტების დადებითი მახასიათებლების შესახებ, რაც მათ ენერგოეფექტური პროდუქტების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.

„მწვანე დაფინანსების“ მიმართულების განვითარებით, კომპანია ცდილობს, მხარი დაუჭიროს ადგილობრივ ბაზარზე ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის პროდუქტების მწარმოებლებს, იძიებს და აფართოებს შესაბამისი მომწოდებლების ქსელს, მათთან ერთად შემუშავებული სპეციალური შეთავაზებებით კი ზრდის მომხმარებლებისთვის საინტერესო მწვანე პროდუქტების ხელმისაწვდომობას.

საბოლოოდ, მწვანე პროდუქტების შემუშავებითა და მწვანე ალტერნატივების პორტფელის წილის ზრდით, კრისტალი მიზნად ისახავს შეამციროს გამონაბოლქვი და უარყოფითი გავლენა გარემოზე. კომპანია გეგმავს, 2025 წლისთვის მისმა მწვანე პორტფელმა 30 მილიონ ლარს მიაღწიოს.

team member image

კრისტალ კონსალტინგი

კრისტალ კონსალტინგი, როგორც ქალთა გაძლიერების საკონსულტაციო პლატფორმა, 2019 წელს დაფუძნდა. მისი მთავარი საქმიანობა ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა.

პლატფორმა ქალ მეწარმეებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ინოვაციური პლატფორმის დახმარებით, კრისტალი ქალი მეწარმეებს ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
6 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი