ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - ,,ახალგაზრდები და გლობალური შესაძლებლობები“ გაიმართა, რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენდა.
კრისტალი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, გაეროს გლობალური შეთანხმების/UN Global Compact Georgia-ს „მდგრადი განვითარების მიზნების ინოვაციის აქსელერაციის პროგრამაში ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის” ჩაერთო.