Search
ყველა შედეგი

კორპორაციული მართვა

კორპორაციული მართვა კრისტალის მისიისა და გრძელვადიანი სტრატეგიის განხორციელებას უწყობს ხელს. მისი მიზანია, სამეთვალყურეო საბჭომ კომპანიაში მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომები უზრუნველყოს. ამ მიზნით, საბჭო კლიენტთა კმაყოფილებისა და თანამშრომელთა ჩართულობის კვლევებს ატარებს, მისი სოციალური კომიტეტი კი სოციალური ზემოქმედების ხარისხს ყოველწლიურად განიხილავს და აფასებს. 

კრისტალს ინტერესთა კონფლიქტის მართვის მკაცრი პოლიტიკა აქვს, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წესებით, პროცედურებითა და თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით რეგულირდება. კომპანია მოწოდებულია, კორპორაციული მართვის სისტემის მოდელი გაერთიანებული სამეფოს კორპორაციული მართვის კოდექსის პრინციპებს შეუსაბამოს.

ილია რევია

უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი

team member image

ილია რევია კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცრის პოზიციას 2019 წლის ივნისიდან იკავებს. იგი არაერთი წარმატებული პროექტის მენეჯერი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის სპეციალისტია. მისი გამოცდილება მენეჯმენტში, IT მენეჯმენტსა და საბანკო სექტორში სხვადასხვა საქმიანობას აერთიანებს.

 

ილიამ კარიერა ვებდეველოპერის პოზიციაზე დაიწყო. 2007-2009 წლებში იგი IT პროექტის მენეჯმენტის კუთხით აშშ-ის იურიდიულ ფირმაში საქმიანობდა, 2009 წელს კი 

DPK კონსალტინგში მუშაობდა. მალევე იგი საქართველოს ბანკის გუნდს შეუერთდა, სადაც 2014 წელს უფროსი ინფორმაციის ოფიცრის მოადგილედ დაინიშნა. საქართველოს ბანკში ილია არაერთ კომპლექსურ პროექტს მართავდა, მათ შორის იყო პრივატბანკ ჯორჯიას შეძენა და სწრაფი ტრანსფორმაცია. 

 

ილია პროექტის მენეჯმენტის (PMP) სერტიფიცირებული პროფესიონალია, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს პროექტების მენეჯმენტში და შვედეთის Jönköping უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ბიზნეს ინოვაციებში. ასევე, მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში.

 

დავით ბენდელიანი

უფროსი ფინანსური ოფიცერი

team member image

დავით ბენდელიანი კრისტალის უფროსი ფინანსური ოფიცრის პოზიციას 2011 წლიდან იკავებს. 2004-2011 წლებში იგი ფონდი კრისტალის ფინანსური მენეჯერი იყო, 1997-2004 წლებში კი იგივე პოზიციაზე საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთში“ საქმიანობდა.

დავით ბენდელიანს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ფლობს სერტიფიკატებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სახაზინო მართვაში, სტრატეგიულ დაგეგმარებასა და ცვლილებების მართვაში, მიკროსაფინანსო პროდუქტის განვითარებაში, რისკების მართვის მეთოდოლოგიაში, შიდა აუდიტის განვითარებაში, ადამიანური რესურსების მართვასა და სტრატეგიული დაგეგმვის პროგრამაში. 

მელანია კუჭუხიძე

უფროსი ბიზნესოფიცერი

team member image

უფროსი ბიზნესოფიცერი მელანია კუჭუხიძე კრისტალს 2018 წელს შემოუერთდა. თავდაპირველად ის ქსელის მენეჯერის უფროსის პოზიციას იკავებდა, 2019 წელს მელანია კომპანიის უფროსი ბიზნესოფიცრის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წლიდან კი მან მუშაობა ამჟამინდელ პოზიციაზე განაგრძო. 

 

მელანია წარმოადგენს უფროს აღმასრულებელსა და მენეჯმენტის ექსპერტს, რომელსაც ფინანსურ სექტორში მართვის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. 2006-2010 წლებში მელანია კუჭუხიძე ვითიბი ბანკი საქართველოს საცალო და მცირე ბიზნესის განვითარების უფროსად მუშაობდა, 2010-2015 წლებში კი – ბანკი კონსტანტას ქსელის მართვის დეპარტამენტის უფროსად. 2016 წლამდე იგი თიბისი ბანკში, მიკრო ბიზნესის მართვის გუნდში საქმიანობდა, იყო მწვანე ლისის ურბანული განვითარების პროექტის კომერციული დირექტორი. 

 

მელანია ფლობს ვითიბი ბანკის კორპორაციული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს მენეჯმენტში. მას საქართველოს სუბტროპიკული ბიზნესის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ბაკალავრიატი აქვს დამთავრებული.

მანუჩარ ჩიტაიშვილი

ინოვაციების უფროსი ოფიცერი

team member image

მანუჩარ ჩიტაიშვილი კრისტალის გუნდის წევრი 2006 წელს გახდა. მანამდე ის კერძო და სახელმწიფო სექტორებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, 2005 წელს კი იყო ქუთაისის თვითმმართველობის დეპარტამენტის უფროსი. 

 

მანუჩარმა საჯარო ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიიღო, სამართლის ხარისხი კი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მან სასწავლო კურსი სტრასბურგში, ევროპის საბჭოში გაიარა. 

ბექა ციცქიშვილი

უფროსი საინფორმაციო ოფიცერი

team member image

ბექა ციცქიშვილი 2018 წლიდან კრისტალის უფროსი საინფორმაციო ოფიცერია. მანამდე ის იგივე პოზიციას აჭარა ჯგუფში იკავებდა. სხვადასხვა დროს ბექა შპს „ავიატორსა“ და ბანკ რესპუბლიკაში საინფორმაციო სფეროს არაერთი მიმართულებით ხელმძღვანელობდა. არის

შპს „ნექსტ სტეპის“ თანადამფუძნებელი. 

 

ბექამ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ბიზნესისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის გრენობლის ბიზნესის სკოლაში მიიღო, კომპიუტერული მეცნიერების მაგისტრის ხარისხი კი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

კახა გაბესკირია

უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, სს კრისტალ ლიზინგი

team member image

კახა გაბესკირია კრისტალის გუნდს 2009 წელს შემოუერთდა და ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა აღმასრულებელ პოზიციას იკავებდა: იყო უფროსი საკრედიტო ოფიცერი, უფროსი ოპერაციების ოფიცერი და ბიზნესის უფროსი ოფიცერი. 2020 წლიდან იგი მისო კრისტალის შვილობილი კომპანიის, კრისტალ ლიზინგის უფროს აღმასრულებელ ოფიცრად დაინიშნა. 

კახა გაბესკირიას პროკრედიტ ბანკში, MSME სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფლობს საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს, არის სერტიფიცირებული პროექტის მართვაში, ბიზნესის ანალიზში, ადამიანური რესურსების მართვაში, პროდუქტის განვითარებაში, საკრედიტო პორტფელის დაგეგმვასა და მენეჯმენტში, საკრედიტო და საოპერაციო რისკების მენეჯმენტში. 

გიორგი ჯანელიძე

უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი, შპს კრისტალ კონსალტინგი

team member image

გიორგი ჯანელიძე კრისტალში 2012 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ამჟამად კი ის ბიზნესკონსულტაციის მიმართულებით უფროსი აღმასრულებელი ოფიცერია.

 

2008 წლიდან გიორგი არასამთავრობო და კერძო სექტორებში მუშაობს. მას აქვს მიკროსაფინანსო, მარკეტინგის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროექტების მენეჯმენტისა და MSE სფეროებში საქმიანობის დიდი გამოცდილება, მათ შორის, სტარტაპების იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე განვითარების კუთხით. 

პროფესიით გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი და ციფრული მარკეტოლოგია. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის მიმართულებებით, ამჟამად კი დოქტორანტურაში სწავლობს.

ვალუტის კურსები
ფილიალები
მოგვწერეთ
Icon

მსურს გავყიდო

მსურს ვიყიდო

გაითვალისწინეთ, გაცვლითი კურსი ფილიალის მიხედვით შესაძლებელია განსხვავდებოდეს. ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენთვის სასურველ ფილიალს.

სესხის თანხა
ლარი
400 25 000 50 000 75 000 100 000
საპროცენტო განაკვეთი
%
6 16 26 36 46
სესხის ვადა
თვე
3 22 44 64 84

ყოველთვიური გადასახადი

0 

ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი


სესხის თანხა
0
სესხის ვადა
0 თვე

წლიური პროცენტი
6 %
ეფექტური პროცენტი
0 %

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზუსტი პირობების გასაგებად შეავსეთ სესხის განაცხადი