ენერგოეფექტური დაფინანსება ჩემი ოჯახისთვის(GEFF)
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობით, GEFF პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვაფინანსებთ ინვესტიციებს, რომლებიც ზრდის ენერგოეფექტურობას, ამცირებს რესურსების მოხმარებას და ზრუნავს გარემოზე.
ჩვენ ვეხმარებით ოჯახებსა და მცირე ბიზნესებს ისეთი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შეძენაში, რომლებიც ამცირებს ენერგიის მოხმარებას, ამცირებს ხარჯებს და აძლიერებს გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას.
მეტი კომფორტი ნაკლები ენერგოდანახარჯით
ენერგოეფექტური ტექნიკა გეხმარებათ, ერთდროულად გააუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი და შეამციროთ ყოველდღიური ხარჯები.
მწვანე დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ოჯახებს შეუძლიათ დააფინანსონ:
- ენერგოეფექტური მაცივრები, სარეცხი და საშრობი მანქანები
- თანამედროვე გათბობისა და გაგრილების სისტემები
- ენერგოეფექტური ფანჯრები და კარები
- მზის წყლის გამაცხელებლები და მცირე ზომის მზის ელექტრო სადგურები
ეს ტექნოლოგიები ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, სტაბილურად მუშაობს და დროთა განმავლობაში გეხმარებათ კომუნალური ხარჯების შემცირებაში.
როგორ შევარჩიოთ ტექნოლოგია
სწორი ტექნოლოგიის შერჩევის გასამარტივებლად, პროგრამა გთავაზობთ მწვანე ტექნოლოგიის სარჩევს.
აქ შეგიძლიათ იპოვოთ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, რომლებიც პროგრამის პირობებს შეესაბამება და მარტივად აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი დაფინანსების განაცხადის გაკეთებამდე.
საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამა
GEFF საქართველოში აერთიანებს დაფინანსებას და საერთაშორისო ტექნიკურ ცოდნას, რათა ინვესტიციები შეესაბამებოდეს ენერგოეფექტურობის თანამედროვე სტანდარტებს.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ყველა ტექნოლოგია აკმაყოფილებს მკაფიო მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის საგრძნობ გაუმჯობესებას.
ჩვენი გუნდი კლიენტებს ეხმარება მთელი პროცესის განმავლობაში: ტექნოლოგიის შერჩევიდან დაფინანსების მიღებამდე.
რატომ არის ენერგოეფექტურობა ფინანსურად სწორი არჩევანი
ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გაძლევთ საშუალებას ნაკლები თანხა დახარჯოთ ენერგიაზე. დროთა განმავლობაში კი ეს ნიშნავს შემცირებულ კომუნალურ ხარჯებს და ნაკლებ დამოკიდებულებას ფასების ზრდაზე.
თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტიცია ზრდის ქონების ღირებულებას, აძლიერებს ბიზნესის სტაბილურობას და ხელს უწყობს საქართველოში უფრო მდგრადი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას
როგორ მივიღოთ დაფინანსება
დაფინანსების მიღება შესაძლებელია სტანდარტული პროცედურის გავლით: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ტექნოლოგია, შეავსეთ განაცხადი ბმულზე ან ეწვიეთ კრისტალის ნებისმიერ ფილიალში