მობილური საფულე
- თანხის მარტივად გადარიცხვა
- სესხის მიღება მობილურ საფულეზე
- სესხის წინსწრებით დაფარვა
- ანგარიშზე არსებული ნაშთის უსაფრთხოდ შენახვა
- არსებული ნაშთის სასურველ დროს კრისტალის ფილიალებიდან განაღდება
კერკეტი არის ანგარიშების მართვის სისტემა, რომელზე რეგისტრაციის შემდეგაც მომხმარებელს ეხსნება მობილური ანგარიში.
მობილური საფულის მეშვეობით შესაძლებელია:
- თანხის მარტივად გადარიცხვა
მომხმარებელს შეუძლია მარტივად გადაირიცხოს თანხა მისი მობილური საფულედან ადრესატის მობილურ საფულეზე და პირიქით.
თანხის გადარიცხვის განხორციელება შესაძლებელია კრისტალის ფილიალებიდან.
თანხის გადარიცხვის, ან ანგარიშზე მიღების შემთხვევაში მომხმარებელს მიუვა SMS შეტყობინება. - სესხის მიღება მობილურ საფულეზე
კრისტალში მოთხოვნილი სესხის თანხა დამტკიცებისთანავე ჩაირიცხება მომხმარებლის მობილურ საფულეზე, მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინება. - ფინანსური ვალდებულებების დაფარვა
სესხის დაფარვის ვადის დადგომისას, შესაბამისი თანხის საფულეზე არსებობის შემთხვევაში, ვალდებულების დაფარვა ხდება ავტომატურად, საფულიდან საჭირო ოდენობის ჩამოჭრით, რაზეც მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებას. - სესხის წინსწრებით დაფარვა
კერკეტის საფულედან შესაძლებელია სესხის წინსწერებით დაფარვა, კრისტალის ფილიალში მისვლის გარეშე. ამისათვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს მობილურ საფულეზე ჰქონდეს საკმარისი ნაშთი. ის უნდა დაუკავშირდეს სესხის ოფიცერ, რომელიც განახორციელებს მომხმარებლის სასურველ ოპერაციას. - ანგარიშზე არსებული ნაშთის უსაფრთხოდ შენახვა
შესაძლებელია არასრული თანხის განაღდება და დარჩენილი ნაწილის საფულეზე დატოვება, რაც ნაღდი ფულის შენახვაზე უსაფრთხო არის და ფულის დაზოგვაშიც გამოსადეგია.
გარდა ამისა, როდესაც მოვა გადახდის დრო, პირველი გადასახდელი თანხა შეიძლება ჯერ კიდევ ანგარიშზე იდოს და გადახდაზე საგანგებოდ ზრუნვა აღარ იყოს საჭირო. - არსებული ნაშთის სასურველ დროს კრისტალის ფილიალებიდან განაღდება
ანგარიშზე არსებული ნაშთის განაღდება შესაძლებელია კრისტალის ფილიალებიდან.
უსაფრთხოება:
კერკეტის მობილური საფულე არის კომპანია „მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯიას“ პროდუქტი, რომელსაც კრისტალი, როგორც ოფიციალური აგენტი, იყენებს მომხმარებელთა ანგარიშთა სისტემისათვის.
კერკეტის ოპერატორი კომპანია „მობაილ ფაინენს სერვის ჯორჯია“ რეგისტრირებულია და მკაცრად რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საგადასახადო სისტემების შესახებ კანონის“ მოთხოვნების შესაბამისად. კერკეტის საფულეებზე არსებული თანხების ჯამური ექვივალენტი ინახება ქართულ ბანკებში, სპეციალურ ანგარიშებზე. კერკეტის გამოყენება გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ნაღდი ფულის გამოყენება. კერკეტზე არსებული თანხა არ დაიკარგება, მას ვერავინ მოიპარავს.
ტარიფები:
რეგისტრაცია / მომსახურება | |
საფულის გახსნა/ რეგისტრაცია | 10 ლარი |
საფულის ყოველთვიური მომსახურება | 2 ლარი |
საფულის შევსება | |
საფულის შევსება კრისტალის ფილიალებში ნაღდი ანგარიშსწორებით | უფასო |
კრისტალის დამტკიცებული თანხის დასმა მობილურ საფულეზე | უფასო |
საფულიდან თანხის გატანა | |
საფულიდან თანხის გატანა კრისტალის ფილიალებიდან ნაღდი ანგარიშსწორებით | უფასო |
კრისტალის ვალდებულების დაფარვა მობილური საფულიდან | უფასო |
საფულის სხვადასხვა მომსახურება | |
ფულადი გზავნილი (გადარიცხვა ერთი საფულიდან მეორეზე) | უფასო |
მობილური საფულის რეგისტრაცია შესაძლებელია კრისტალის ფილიალებში.