სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საფინანსო სექტორით დაინტერესებულ ახალგაზრდებს კრისტალი პროფესიული ზრდის, განვითარებისა და შემდგომში, ღირსეული დასაქმების საშუალებას აძლევს.
ამ მიზნით კომპანიაში სტაჟირების პროგრამა მოქმედებს, რომლის ფარგლებში აქტიურად გრძელდება საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. ამ პროცესში კომპანია პრიორიტეტს რეგიონებში განთავსებულ უმაღლეს სასწავლებლებს ანიჭებს, ვინაიდან კომპანიის საფილიალო ქსელის 90% სწორედ რეგიონებზე მოდის და ფილიალებში სტაჟირებისა და შემდგომში დასაქმების კუთხით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდების და სტუდენტების ინფორმირება და მათი ჩართვა კრისტალის სტაჟირების პროგრამაში.

გასულ კვირას შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კრისტალის HR ბრენდინგის და ახალგაზრდა ტალანტების მოძიების კოორდინატორმა ნატა შავლაყაძემ და ზუგდიდის ფილიალის მენტორმა თამარ გერგედავამ სტუდენტებს ორგანიზაციის ისტორია, საქმიანობა და სტაჟირების პროგრამები წარუდგინეს და ესაუბრნენ იმ პერსპექტივებზე, რაც კრისტალში სტაჟირების გავლის შედეგად შესაძლოა მიიღონ.
აღნიშნული უნივერსიტეტის ძირითად კონტიგენტს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც სასწავლო პროცესზე დასწრების მიზნით ყოველდღიურად კვეთენ ე.წ. საზღვარს ენგურის ხიდზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ კარგი განათლება, გამოცდილება და ჰქოდეთ ღირსებული დასაქმების შესაძლებლობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ შეხვედრას ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტებიც ესწრებოდნენ, რომლებიც კრისტალში სწორედ სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ დასაქმდნენ. მათ სტუდენტებს კომპანიაში თავიანთი კარიერული განვითარების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს და საინტერესოდ ისაუბრეს კრისტალის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის შესახებ.
ინფორმაციისთვის, 2021 წლის განმავლობაში კრისტალში სტაჟირება 121 ადამიანმა გაიარა. აქედან, 65 მათგანი კრისტალში დასაქმდა.